სალამბეგოვი ბორის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორის სალამბეგოვი

ბორის კონსტანტინეს ძე სალამბეგოვი — ( 12.12.1907 – 01.07.1978), I რანგის გზათა მიმოსვლის გენერალ-დირექტორი (1949), სოციალისტური შრომის გმირი (05.11.1943).

დაიბადა ტფილისში. დაამთავრა მუშური ფაკულტეტი (მუშფაკი).

1926 წლიდან მუშაობდა სარკინიგზო ტრანსპორტში, ტფილისის ორთქლმავალ დეპოს მემანქანის პრაქტიკანტად და მემანქანედ.

1930 წელს ჩააბარა გამოცდები ლენინგრადის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1935 წელს სპეციალობით – ორთქლმავალი ტრანსპორტის ინჟინერ-მექნიკოსი. იმავე წელს იქნა განაწილებული ოქტომბრის რკინიგზის, ლენინგრად-მოსკოვის-სამგზავროს ხაზზე, სადაც მუშაობდა ტექნიკური ბიუროს ინჟინრად, ოსტატად, დეპოს უფროსის მოადგილედ.

უკვე 1937 წელს ის დაინიშნა ოქტომბრის რკინიგზის ლენინგრად-მოსკოვის-სამგზავროს სადგურის დეპოს უფროსად (მისი წინამორბედის მაგივრად, რომელიც რეპრესირებულ იქნა). იქ გამოავლინა მან თავისი თავი, როგორც ტრანსპორტის ინიციატივიანმა ხელმძღვანელმა. მისი მონაწილეობით დეპოში დამუშავდა და დაინერგა ორთქლმავლების რემონტის ახალი რაციონალური ტექნოლოგიური პროცესი, რის შედეგადაც ლოკომოტივების დგომა შემცირდა ოთხჯერ.

1939 წელს, სალამბეგოვი დანიშნეს ოქტომბრის რკინიგზის უფროსის მოადგილედ. ამ თანამდებობაში შეხვდა ის დიდ სამამულო ომს. დაწინაურდა 1941 წლის მოწინააღმდეგის შეტევის ურთულეს პირობებში, როცა უზრუნველჰყოფდა სარკინიგზო შემადგენლობებით საწარმოთა და მოსახლეობის ევაკუაციას, ჯარების და მოქმედი არმიისათვის მატერიალური რესურსების გადაზიდვებს.

1942 წლის თებერვალში დაინიშნა ოქტომბროს რკინიგზის უფროსად. ამ თანამდებობაზე იგი დაწინაურდა 1942 წელს, ლადოგის პორტთან, დიდ მიწაზე ლადოგის ნაპირიდან ბლოკადაში მყოფ ლენინგრადთან, სარკინიგზო ხაზების მშენებლობისას. უმოკლეს ხანში აშენებული და, პრაქტიკულად სამშენებლო მასალების მიუწოდებლად, ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, ეს ხაზები საგრძნობლად ამაღლებდნენ ტვირთბრუნვას ბლოკადაში მყოფი ქალაქისა.

როცა 1944 წლის იანვარში იყო გარღვეული ლენინგრადის ბლოკადა, ლადოგის ტბის ვიწრო დერეფნით, იყო სასწრაფოდ დაგებული ახალი სარკინიგზო ხაზი და, ბორის სალამბეგოვმა პირადად გაუკეთა ორგანიზება მატარებლების მოძრაობას.

ამ გზას არა აქვს ანალოგი მსოფლიოს ისტორიაში - ლამის 20 კმ სარკინიგზო მაგისტრალი გადიოდა ფრონტის ხაზის პარალელურად, ჭაობების გავლით, მოწინააღმდეგის საველე არტილერიის თვალთახედვის არეალში, აქ არაა ლაპარაკი მოწინააღმდეგის შორსმსროლელ იარაღზე და ავიაციაზე. ხაზის დაზიანებები ხდებოდა ყოველდღიურად, მათ გასწვრივ აყუდებული იყო მოწინააღმდეგის განადგურებული მატარებლები და ვაგონები. მაგრამ ოქტომბრის მაგისტრალის რკინიგზელებმა, ერთობლივად, სარკინიგზო ჯარების მებრძოლებთან ერთად მოახდინეს ყველა დაზიანებების ლიკვიდაცია უმოკლეს ვადებში.

შესთავაზა სარკინიგზო ხაზზე მოძრაობის ახალი ორგანიზაცია – ერთ ღამეში შემადგენლობები მოძრაობდნენ ლენინგრადის მიმართულებით ერთი მეორისგან, 100-200 მეტრის დაშორებით და ასევე ბრუნდებოდნენ უკან. ჩვეულებრივ პირობებ ში ასეთ ხაზზე შეეძლოთ გავლა 3-4 მატარებელს, ჩრდილოეთის მოკლე ზაფხულის ღამეში, რეალურად კი გადიოდა 30-დან 35-ე მატარებელი. გზის გასწვრივ იდგნენ ცოცხალი სემაფორები – რკინიგზელები ხელში ფარნებითა და რაციებით, რომლებიც აძლევდნენ სიგნალებს მატარებლების ყოველ ბრიგადას, მდგომარეობიდან გამომდინარე. ბევრი მათგანი დაიღუპა თავის პოსტზე.

იმ დროს ეს მოკლე ხაზი იყო მთავარი გზა ოქტომბრის მაგისტრალისა და სალამბეგოვი ცხოვრობდა მასზე კვირეებით, დაბომბვებისა და სროლების ქვეშ, მარტო ხელქვეითებს კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ აჩვენებდა მათ პირადი მამაცობის მაგალითებს. არც ერთმა მისმა თანამშრომელმა არ იცოდა გზის უფროსის პირად ტრაგედიაზე - ბლოკადით მოცულ ლენინგრადში მას დაეღუპა მეუღლე. ადვილად არ იყო საქმეები დანარჩენ მაგისტრალზეც – პრაქტიკულად მთლიანად ის იყო მოწინააღმდეგის ავიაციის მოქმედების ზონაში.

ჰიტლერელებმა ბრწყინვალედ იცოდნენ მისი სტრატეგიული მნიშვნელობა. ოქტომბრის რკინიგზა უზრუნველყოფდა 5 ფრონტს (ლენინგრადის, კარელიის, ვოლხოვის, ჩრდილო-დასავლეთის, კალინინის და დასავლეთის ნაწილის) და სამხედრო ტვირთების მიწოდებას, რომელიც „ლენდ-ლიზით“ მოდიოდა მურმანსკიდან და არხანგელსკიდან, ცენტრალურ და სამხრეთის სტრატეგიულ მიმართულებებზე. სადგურების, შემადგენლობების და რკინიგზის საფარის ბომბარდირება მიმდინარეობდა შეუწყვეტლივ. მაგრამ მატარებლები მოძრაობდნენ შეუფერხებლად. სალამბეგოვის ოსტატური ხელმძღვანელობისა და რკინიგზის მუშაკთა მამაცობის მადლით, მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო გზის მწყობრიდან გამოყვანა.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1943 წლის 5 ნოემბერს ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის, შეტანილი ფრონტისათვის და სახალხო მეურნეობისათვის გადაზიდვების უზრუნველყოფის საქმეში და სამხედრო დროის უმძიმეს პირობებში სარკინიგზო მეურნეობის აღდგენისას მიანიჭა ბორის კონსტანტინეს ძე სალამბეგოვს ,სოციალისტური შრომის გმირის წოდება ლენინის ორდენისა და ოქროს მედალ ,ნამგალი და ჩაქუჩის გადაცემით.

1943 წელს სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით მას მიენიჭა „მოძრაობის გენერალ-დირექტორის II რანგის“ სპეციალური პერსონალური წოდება (რომელიც უდრიდა „გენერალ-ლეიტენანტის“ სამხედრო წოდებას).

ლენინგრადის განთავისუფლების შემდეგ გამოცდილი ხელმძღვანელი წავიდა დაწინაურებაზე.

1946-1947 წლებში ხელმძღვანელობდა რკინიგზის ჩრდილო- დასავლეთის ოლქს.

1947-1950 წლებში-ხელმძღვანელობდა ვოლგისპირა რკინიგზის ოლქს.

მაგრამ, 1950 წელს სალამბეგოვი მოხსნეს თანამდებობიდან. მიზეზი კი ის იყო, რომ ის გადიოდა ე.წ. „ლენინგრადის საქმეზე“ სხვა ბრალდებულებთან ერთად და, მისი გვარი ასევე იყო მოხსენებული დაკითხვების უამრავ პროტოკოლში. სალამბეგოვი დააქვევეითეს რამოდენიმე საფეხურით - იგი გადაიყვანეს მოსკოვ-კიევის რკინიგზაზე, ერთ-ერთი განყოფილების მთავარ ინჟინრად.

მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს ის კვლავ დააწინაურეს.

1954-1957 წლებში მუშაობდა ომსკის რკინიგზის უფროსის I მოადგილედ, ხოლო 1957 წლიდან ომსკის რკინიგზის უფროსად.

1959-1961 წლებში მუშაობდა კრასნოიარსკის რკინიგზის უფროსად, ხოლო მისი გამსხვილების შემდეგ, 1961 წლიდან მუშაობდა აღმოსავლეთ-ციმბირის რკინიგზის უფროსად (გზის სამმართველო განლაგებული იყო ქ. ირკუტსკში) სწორედ მაშინ მიმდინარეობდა ტრანსციმბირული მაგისტრალის ფართომასშტაბიანი ტექნიკური გადაიარაღება და ელექტროფიკაცია, რადგან სალამბეგოვს ჰქონდა „ორთქლმავლური“ განათლება, რათა ყოველმხრივ დაუფლებოდა ახალ პრობლემებს, მან დაუსწრებლად დაამთავრა რკინიგზის ტრანსპორტის საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი საგზაო მეურნეობის ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის სპეციალობით. სალამბეგოვის ხელმძღვანელობისას, აღმოსავლეთ-ციმბირის რკინიგზა სტაბილურად ინარჩუნებდა პირველობას სსრკ სხვა რკინიგზებში, მუშაობის მაჩვენებელთა შორის და ითვლებოდა სსრკ საუკეთესო რკინიგზად. შეიძლება ითქვას, რომ 40 წლის შემდეგაც, ბორის სალამბეგოვის სახელს იცნობს აღმოსავლეთ-ციმბირის მაგისტრალის ყოველი რკინიგზელი.

1964-1968 წლებში მუშაობდა სსრკ გზათა მიმოსვლის სამინისტროს, სავაგონო მეურნეობის მთავარი სამმართველოს უფროსად.

1968 წელს გავიდა პენსიაში.

1978 წლამდე მუშაობდა რკინიგზის ტრანსპორტის, საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მეცნიერ თანამშრომლად. ცხოვრობდა მოსკოვში. გარდაიცვალა იქვე. დაკრძალულია კუნცევოს სასაფლაოზე (ნაკვეთი 10).

დაჯილდოებული იყო 3 ლენინის, სამამულო ომის I ხარ., 2 შრომის წითელი დროშის და საპატიო ნიშნის, ორდენებით. მიღებული ჰქონდა 3 საპატიო რკინიგზელის სამკერდე ნიშანი.

1946-1950 წლებში არჩეული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

მემორიალური დაფები ამშვენებს აღმოსავლეთ-ციმბირის რკინიგზის სამმართველოს შენობას (ქ. ირკუტსკი),

ჩქაროსნული ელმავლების ახალი სერია, რომლებსაც უშვებს კოლომენსკის ქარხანა, 2004 წლიდან ატარებს ბორის სალამბეგოვის სახელს – ТЭП70 БС.

1999 წელს იქნა გამოშვებული სპეციალური ბანკნოტების სერია მიძღვნილი კრასნოიარსკის რკინიგზის 100-წლისთავისადმი. 100-მანეთიან კუპიურას ამშვენებს ბორის სალამბეგოვის გამოსახულება.

2007 წელს რუსეთში საზეიმოდ აღინიშნა ბორის სალამბეგოვის 100 წლისთავი.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები