სალაყბო ფურცელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სალაყბო ფურცელი — რუბრიკა ჟურნალ „ცისკრის“ განყოფილებაში „სხვადასხვა ამბავი“. 1857 წ. ნოემბრიდან აქ ქვეყნდებოდა მასალა „მოლაყბის“ ფსევდონიმით. „სალაყბო ფურცელში“ აღძრულია მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, ავტორი კიცხავს იმდროინდელ საზოგადოებას ქართული თეატრისა და ჟურნალისადმი გულგრილობის გამო, იცავს ქართულ ენასა და ეროვნულ კულტურას, ილაშქრებს უცხოური მოდური გატაცების წინააღმდეგ, ამხილებს მართლმსაჯულებას. ამ სტატიების მამხილებელმა ტონმა ხელი შეუწყო არა მარტო ქართული პრესის გამოცოცხლებას, არამედ ეროვნული ღირსებისა და შეგნების ამაღლებასაც. სადა ენითა და ძალდაუტანებელი ტონით დაწერილი „სალაყბო ფურცლები“ ქართული ფელეტონის, მკითხველთან პუბლიცისტური გასაუბრების ერთ-ერთი პირველი ნიმუშია. „მოლაყბის“ ფსევდონიმით წერდნენ ი. კერესელიძე და მ. თუმანიშვილი.

ლიტერატურა

  • მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, II, 1962;
  • ჯ. ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია,1974.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები