სამონასტრო რუკები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამონასტრო რუკები – (monastery maps), ევროპაში, ადრეულ შუა საუკუნეებში, ბერების მიერ მონასტრებში შექმნილი რუკები, რომლებზეც დედამიწა გამოისახებოდა ბრტყელი სახით, ცენტრში იერუსალიმით. რუკის ზედა ნაწილში იყო სამოთხე, ქვემოთ – ზღვები, მდინარეები, ქვეყნები, ქალაქები. გეოგრაფიული ობიექტები გამოისახებოდა სქემატურად, წარმოადგენდა სამყაროს შექმნის ქრისტიანული ხედვის ილუსტრაციას.