სამშენებლო მანქანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო მანქანები – მშენებლობაში გამოყენებული მანქანები.

შესასრულებელი სამუშაოს სახეობის მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

  • მოსამზადებელი (ბუჩქმჭრელი, ამომძირკველი, გამაფხვიერებელი);
  • მიწის მთხრელი (ექსკავატორი, მიწისმთხრელ-სატრანსპორტო მანქანა, მანქანა მიწის სამუშაოების ჰიდრომექანიზაციისათვის);
  • შემამკვრივებელი (სტატიკური და ვიბრაციული მოქმედების მგორავი სატკეპნი, ვიბროშემამკვრივებელი მანქანა);
  • საბურღი (დარტყმით-ბაგიროვანი, ბრუნვადი, პნევმოდარტყმითი, საბურღი ჩაქუჩი);
  • ხიმინჯის ჩასასობი (ხიმინჯის ურო, ვიბროჩამსმელი და სხვ.);
  • ამწე-სატრანსპორტო (ამწე-კრანი, ჯალამ-ბარი, დომკრატი და სხვ.);
  • საგზაო-სამშენებლო (ბეტონჩასაგები, გუდრონატორი, ასფალტ-ბეტონჩასაგები და სხვ.);
  • სამსხვრევ-დამახარისხებელი მოწყობილობა (სამსხვრეველა, ცხავი და სხვ.);
  • შემრევი (ბეტონშემრევი, დუღაბშემრევი);
  • მოსაპირკეთებელი (საბათქაშე, სამღებრო, იატაკის მოსახვეწი და სხვ.);
  • ქვიშაჭავლური (სახეხ-სალესი, საღებავ-საშხეფი, პარკეტ-მოსაპირკეთებელი და სხვ.);
  • ხელის მანქანები (მექანიზებული ხერხი, შემამკვრივებელი, გამპრიალებელი და სხვ.).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები