საპრიზო სასამართლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საპრიზო სასამართლო − საომარი მოქმედების დროს ომში მონაწილე სახელმწიფოების ან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შექმნილი სასამართლო, რომელიც არეგულირებს საზღვაო ომში მონაწილე სახელმწიფოების ურთიერთობას პრიზის სახით მიტაცებულ ქონებასთან დაკავშირებით.

ომის წესებისა და კანონების თანახმად, მიტაცებას ექვემდებარება მოწინააღმდეგის სავაჭრო გემები, ასევე ნეიტრალური ქვეყნების სავაჭრო გემები, თუ ისინი დაარღვევენ საზღვაო ბლოკადის, სამხედრო კონტრაბანდის გადატანის წესებს ან რაიმე დახმარებას გაუწევენ მეომარ მხარეს. სწორედ პრიზის მიტაცების ლეგალიზაციის ანუ ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის აღიარებას ახორციელებს საპრიზო სასამართლო.

საპრიზო იურისდიქციის განსაკუთრებული ხასიათი ის არის, რომ გადაწყვეტილება გამოაქვს იმ ქვეყნის სასამართლოს, რომლის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დაიპყრეს პრიზი. ზოგიერთ ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, აშშ) საპრიზო განხილვა ხდება სასამართლო დაწესებულებების მიერ, რომელსაც ენიჭება საპრიზო სასამართლოს კომპეტენცია ომის დროს, ხოლო გარკვეულ ქვეყნებში (საფრანგეთი) საპრიზო საქმეებს ადმინისტრაციული ორგანოები განიხილავენ. არსებობს ორი ინსტანციის საპრიზო სასამართლო: საბაზო (საპორტო) სასამართლო და უმაღლესი საპრიზო სასამართლო. ჰააგის მე-12 კონვენცია ითვალისწინებდა საერთაშორისო ორგანოს – საერთაშორისო საპრიზო პალატის შექმნას საპრიზო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაძლო გასაჩივრების მიზნით, თუმცა კონვენციის რატიფიკაცია არ მოხდა და იგი ძალაში არ შესულა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები