სასწავლო რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სასკოლო რუკა-დან)
სასწავლო რუკა − (educational, school map), სასწავლო პროცესში თვალსაჩინო მასალად ან დამოუკიდებელი მუშაობისათვის გამოყენებული ზოგადგეოგრაფიული და თემატური რუკები, რომლებსაც აქვთ სადემონსტრაციო თვალსაჩინოება. სასწავლო რუკის შინაარსი, სახვითი საშუალებები და დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს მომხმარებლის ასაკს და სტატუსს.