სასუნთქი სისტემა
სასუნთქი სისტემა — სასუნთქი სისტემა მოიცავს გულმკერდს, აირგამტარ გზებს, სასუნთქ ორგანოებსა და სისხლისა და ლიმფურ სისტემებს. სასუნთქი სისტემის ძირითადი ფუნქციაა სუნთქვა და ვენტილაცია. ვენტილაცია არის სასუნთქ სისტემაში აირების მოძრაობა, ხოლო სუნთქვა უშუალოდ გაზთა ცვლის პროცესია. სასუნთქი სისტემის სტრუქტურა მაქსიმალურად არის მორგებული მის ფუნქციაზე და თუ რაიმე მიზეზის გამო ეს სტრუქტურა იცვლება, თავს იჩენს მისი ფუნქციონირების პრობლემებიც. ადეკვატური საექთნო მოვლის უზრუნველყოფის მიზნით, სასუნთქი სისტემის სტრუქტურისა და ფუნქციის ზედმიწევნითი ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სუნთქვით პროცესში მონაწილე ორგანოებია: ცხვირის ღრუ, ხახა (ყელი), ხორხი, ტრაქეა, ბრონქული ხე და ფილტვები, აგრეთვე სხვადასხვა კუნთები (დიაფრაგმა და ნეკნთაშორისი კუნთები), რომლებიც სუნთქვით პროცესს ახორციელებენ.
წყარო
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა