სასწავლო გეგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასწავლო გეგმა - სასწავლო გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერი საგანმანათლებლო პროცესის ყველა ეტაპისათვის მოიცავს: დროის განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი ეტაპის დამთავრებისას, ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებების აღწერას. ასეთ დოკუმენტს ადგენს: სახელმწიფო, საგანმანათლებლო დაწესებულება ან მათი გაერთიანება და მასწავლებელი განათლების სხვადასხვა მიმართულებისა (საგნის) და საფეხურის შესაბამისად.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განასხვავებენ რამდენიმე სახის სასწავლო გეგმას, კერძოდ: ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის სასწავლო გეგმას და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას

წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები