საღარაძე გურამ (მსახიობი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურამ საღარაძე

გურამ საღარაძე − (დ. 12 იანვარი, 1929 — გ. 17 იანვარი, 2013, თბილისი), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენების კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977).

დაიბადა 1929 წელს და აღიზარდა თბილისში ცნობილი ქართველი მსახიობის გიორგი საღარაძის ოჯახში. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასში ჩაირიცხა. იქვე მუშაობს განუწყვეტლივ და სცენა არ გამოუცვლია, ორმოცდახუთი წლის მანძილზე. ასზე მეტი როლი აქვს ნათამაშევი, რომელთაგან აღსანიშნავია:

სოსოს როლი — ო. იოსელიანის პიესაში „ადამიანი იბადება ერთხელ“, თეზევსის, მასხარას და იულიუს კეისრის როლები შექსპირის პიესებში „ზაფხულის ღამის ზღაპარი“, „მეფე ლირი“ და „იულიუს კეისარი“, ჰეილის როლი მილერის პიესაში „სეილემის პროცესი“, ტიპოტესკუს როლი კარაჯალეს პიესაში „დაკარგული ბარათი“, დურსუნისა და ჭეიშვილის როლები ნოდარ დუმბაძის პიესებში „მზიანი ღამე“, „თეთრი ბაირაღები“, მინდიას როლი კონსტანტინე გამსახურდიას ინსცენირებულ „ხოგაის მინდიაში“ შუფუს, თავადი ყაზბეგის, ეფრეიტორის, ბერის როლები ბრეხტის პიესებში „სეჩუანელი კეთილი კაცი“ და „კავკასიური ცარცის წრე“, ტომის როლი ტ. უილიამსის „შუშის სამხეცეში“, გიორგი ჯაფარიძის როლი რ. თაბუკაშვილის პიესაში „რაიკომის მდივანი“, უჩას როლი თამაზ ჭილაძის პიესაში „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“…

გურამ საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობი და მხატვრული კითხვის პირველხარისხოვანი ოსტატი იყო; ქართულ პოეზიას განსაკუთრებული ადგილი ეკავამის შემოქმედებაში.

1977 წელს გურამ გიორგის ძე საღარაძეს მხატვრული კითხვისა და ქართული პოეზიის პოპულარიზაციის საქმეში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის (1975-1976 წლებში ჩატარებული მხატვრული კითხვის პერსონალური პროგრამა — კონცერტები) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები