სევამონო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სევამონო – (იაპ. სევაკიოოგენ), დრამის სახეობა იაპონური კაბუკის თეატრში; ყოფითი პიესა ქალაქელების ცხოვრებიდან. აღმოცენდა მე-17 საუკუნის დამლევს. ასრულებდნენ მთავარი პიესის შემდეგ, რის გამოც ეწოდა ნიბამმე (მეორე ნომერი). თანდათან შეიძინა დამოუკიდებელი მნიშვნელობა, რასაც ხელი შეუწყო დრამატურგ ნამიკი-გოჰეის მოღვაწეობამ.
მე-18 საუკუნის დასასრულს, სევამონო იქცა კაბუკის წარმოდგენების განუყოფელ ნაწილად. მე-18 ს. მოყოლებული, სევამონოდ იწოდებოდა, აგრეთვე, ჯოორურის თოჯინების თეატრის პიესები. არსებობს სევამონოს სახესხვაობანი: პიესები ქურდების, მაწანწალების, ყალთაბანდების ცხოვრებაზე და პიესები ყოფით თემაზე, სადაც მოქმედი პირები არიან ჩვეულებრივი ადამიანები.