სელევკე I ნიკატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სელევკე I ნიკატორი – ძლევამოსილი, (ძვ. ბერძნ. Σέλευκος Α' Νικάτωρ; დ. ძვ. წ. 312, ევროპოსი, მაკედონია – გ. ძვ. წ. 281, ლისიმაქია, თრაკია), ალექსანდრე მაკედონელის სარდალი. სელევკიდების სამეფოს ფუძემდებელი. ძვ. წ. 323-დან იყო სატრაპი.
აქტიურად ჩაება დიადოქოსების ომში, განმტკიცდა ბაბილონში. ძვ. წ. 312 თავი დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა. 305 მიიღო მეფის ტიტული, 301 კურუპედიონთან დაამარცხა ლისიმაქე და მცირე აზიის დიდი ნაწილიც მის ხელში გადავიდა. სელევკე I-მა თავის ძალაუფლებას დაუმორჩილა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აზიური სამფლობელოები და შექმნა იმდროინდელ მსოფლიოში ყველაზე ვრცელი სახელმწიფო, დაიღუპა 281 მაკედონიაში ლაშქრობის დროს, მოკლა პტოლემე კერავნუსმა.