სემიოტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სემიოტიკა, სემიოლოგია (ბერძნ. semeiotike, semeiov – ნიშანი) – სემიოლოგია ზოგადი თეორიაა, რომელიც შეისწავლის ნიშანთა სისტემებს, მათ მნიშვნელობას. ნიშანთა სისტემად შეგვიძლია მივიჩნიოთ სახვითი ხელოვნება, თეატრი, კინო, მუსიკა, ისევე როგორც რთული მართვის ნებისმიერი კიბერნეტიკული სისტემები (და ა.შ.).

თეატრალური სემიოლოგია გულისხმობს ტექსტის, წარმოდგენის ანალიზს ნიშანთა წარმოშობისა და ფორმირების კუთხით. „ჩვენ ვლაპარაკობთ ამა თუ იმ ელემენტის სემიოტიზაციაზე იმ შემთხვევაში, როცა იგი მთელი სიცხადით წარმოგვიდგება ნიშნად. სცენის სივრცეში ანუ თეატრალურ მოქმედებაში ყოველივე რაც იპყრობს პუბლიკის ყურადღებას, იქცევა რაღაც მნიშვნელობის გადმომცემ ნიშნად. სემიოტიზაციის პროცესი მაშინვე იწყება, როგორც კი ნიშანს განვათავსებთ გარკვეულ სისტემაში, როგორც კი დავადგენთ მის ესთეტიკურ ფუნქციას“ (პ. პავი).

ნიშანთა სისტემისადმი სემიოტიკური მიდგომა, არსებითად გამოვლინდა კიდეც ლაიბნიცის ლოგიკურ-მათემატიკურ (მე-17 საუკუნე) შრომებში. სემიოტიკის ძირითადი პრინციპები საბოლოოდ ჩამოყალიბებულ იქნა მე-19 საუკუნეში შვეიცარიელი ლინგვისტის ფ. დე სოსიურის და ამერიკელი ფილოსოფოსის ჩ. ს. პირსის მიერ, რამაც შემდგომ ში განვითარება ჰპოვა ჩ. მორისის, რ. კარნაპას, ა. ტარსკის, რ. მონტეგიუს და სხვათა მეცნიერულ შრომებში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები