სერაბიტ ელ-ხადიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერაბიტ ელ-ხადიმი

სერაბიტ ელ-ხადიმი – ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარე ქვიშაქვის პლატო სამხრეთ სინაიზე, დაახლ. 29 კმ. სუეცის ყურის აღმოსავლეთით, სადაც დაახლ. 20 მაღაროში ეგვიპტელები მოიპოვებდნენ ფირუზს, და სადაც აუგეს ტაძარი ხატხორს, რომელსაც აქ „ფირუზის ქალბატონს“ ეძახდნენ.

სერაბიტ ელ-ხადიმდან 6 კმ. დასავლეთით იყო სახელოსნოები, სადაც ადნობდნენ სპილენძს. აქ მოძიებული შუა და ახალი სამეფოს დროინდელი წარწერები გვამცნობს, რომ გადაადგილება ეგვიპტიდან და უკან ხდებოდა წყლის ტრანსპორტით და ქარავნებით. დავალების შესაბამისად, ქარავნების შემადგენლობაში შეიძლებოდა ყოფილიყო 200-700 ადამიანი და 50-500 ვირი. ექსპედიციებს ჩვეულებრივ ფარაონის ხაზინის მოხელე ხელმძღვანელობდა. სერაბიტ ელ-ხადიმის მაღაროები პირველმა აღმოაჩინა კარსტენ ნიბურმა 1762 წელს.

სერაბიტ ელ-ხადიმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო არის აღსანიშნავი: აქაურ მაღაროებში მუშაობდნენ ქანაანელები, სავარაუდოდ ტყვეები, რომლებიც სეზონურად ჩამოჰყავდათ ეგვიპტიდან შეიარაღებული ესკორტის თანხლებით. მათ დაგვიტოვეს ტექსტები, რომლებშიც გასაოცარ გამოგონებას მიაგნეს: ისინი დაწერილია ეგვიპტური იეროგლიფებით, მაგრამ ალფაბეტური პრინციპით: თავიანთი ენის ყოველ ბგერას მათ ერთი ეგვიპტური იეროგლიფი შეუსაბამეს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები