სვეტების ბადე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვეტების ბადე

სვეტების ბადე, (კოლონების ბადე) – სამშენებლო ობიექტზე სვეტების (კოლონების) განლაგების რიგი ანუ სვეტების განლაგების სპეციალური სქემა წერტილებში, სადაც გადაიკვეთება დაკვალვის ღერძები. პრაქტიკულად სვეტების ბადე კარკასული შენობის კონსტრუქციულ-დაგეგმარებითი გადაწყვეტის პარამეტრია (სვეტებს შორის ბიჯი და მალი). სვეტების განლაგებას განსაზღვრავს მოდულური ბადე. როგორც წესი, ბადის უჯრედის ზომა საცხოვრებელ შენობებში აიღება 6 მ-ის ჯერადი (იშვიათად 3 მ-ის ჯერადი). სამრეწველო შენობებში შიგა და განაპირა რიგის სვეტებს შორის დაშორება აიღება 6 ან 12 მ, რასაც განაპირობებს საამქროს საერთო ფართობი და ტექნოლოგიური პროცესი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები