სიბილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერითრეელი, დელფოს და ლიბიის სიბილები.
მიქელანჯელოს ფრესკები (1508-1512 წ.წ.), რომი, ვატიკანი

სიბილები(ბერძნ.) ლეგენდარული მისანი ქალები, რომლებიც ძირითადად ავბედით მომავალს წინასწარმეტყველებდნენ.

პირველი სიბილა ტროელი ყოფილა, დარდანოსისა და ნესოს (სხვა ვერსიით, ზევსისა და ლამიას) ასული. ტრადიციის თანახმად, იგი თურმე თავისი გრძნეულებით გამოირჩეოდა და ამიტომ სხვა გრძნეული ქალებისთვისაც მისი სახელი შეურქმევიათ. ასე იქცა საკუთარი სახელი სიბილა საზოგადო სახელად.

პირველი სიბილათაგანი მოიხსენიება დელფოს ლეგენდაში. მას ჰეროფილე ერქვა და ტროას ომის წინასწარმეტყველებას მიაწერდნენ. ელინისტურსა და რომაულ ხანებში არსებობდა 2, 4, 10 და 12 სიბილა, რომელთაც მათივე ადგილსამყოფელის მიხედვით მოიხსენიებდნენ. მცირე აზიაში ცნობილია ფრიგიელი, კოლოფონელი და ერითრეელი სიბილები. ბერძენი ავტორები ასახელებენ სამოსელ და დელოსელ სიბილებს. სხვადასხვა ტექსტებში ვხვდებით სპარს, ქალდეველ, ეგვიპტელ თუ პალესტინელ სიბილებსაც. რომში აღმატებულად ცნობილი ყოფილა კუმელი სიბილა. მითოსის თანახმად, იგი აპოლონს შეჰყვარებია. დიდ ღვთაებას მისთვის მისნობის ნიჭი და ხანგრძლივი სიცოცხლე უბოძებია. კუმელ სიბილას ათასი წელი უცხოვრია ამქვეყნად. იგი ჩვეულებრივი მოკვდავივით მოხუცებულა და ასეთ ბებერს, სახედაღარულს, თმაგათეთრებულს განულევია საოცრად გრძელი სიცოცხლე. თავის მისნობას იგი ლექსებად (ჰეგსამეტრებით) წარმოთქვამდა. ეს მისნობანი პალმის ფურცლებზე ჩაუწერიათ და მისთვის სიბილას წიგნები უწოდებიათ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები