სიგმატიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sigmatikuri samkuTxedi 1.JPG

სიგმატიკა – (sygmatics), სემიოტიკაში განიხილება სემანტიკასთან ერთად. კარტოგრაფიაში ა. ასლანიკაშვილი მათ განიხილავს ცალკ-ცალკე. რუკის შედგენის დროს სიგმატიკური ურთიერთობა მყარდება მას შემდეგ, როდესაც კარტოგრაფიულ ნიშანში კოდირებული შინაარსეული მნიშვნელობა არ არის საკმარისი რუკის წასაკითხად. მათ დასაკონკრეტებლად ობიექტებს რუკაზე უკეთდება წარწერა ანუ ეძლევა სახელწოდება, მაგალითად: ქალაქითბილისი, მდინარემტკვარი, ნაკრძალი – ლაგოდეხის. სიგმატიკური ურთიერთობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც რუკაზე წარწერები კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტების გარდა უკეთდება ვრცელ ტერიტორიულ ერთეულებს. ასეთი წარწერები ხშირად გვხვდება ფიზიკურ-გეოგრაფიულ (კავკასიონი, კოლხეთის დაბლობი, შიდა ქართლის ვაკე), ეთნოგრაფიულ (სვანები, თუშები, ჩერქეზები), ისტორიულ (ქიზიყი, განჯის სახანო, ტაოს სამეფო) და სხვა რუკებზე.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები