სიმღერე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმღერეხევს. კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით შექმნილი საგმირო-საისტორიო, ხოტბითე შინაარსის მოკლე ხალხური ლექსი. სიმღერე ხევსურეთში დიდად პოპულარული ჟანრია და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტრადიციულ პოეზიაში. მისი ფუნქცია გმირობისა და კაიყმობის პროპაგანდაა. სიმღერე მღერით სრულდებოდა მსმენელთა წინაშე ხატობა-დღეობებსა და სხვა საწესჩვეულებო თავშეყრის დროს. მას საკუთარი მელოდია ჰქონდა და სრულდებოდა ფანდურზე, ან მის გარეშეც.

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

ა. შანიძე, ხალხ. პოეზია, 1931, გვ. 022; ქ. სიხარულიძე, ხევსურეთში სამეც. მივლ. მოკლე ანგარიში, „ლიტ. ძ.", ,ტ. III, 1946. გვ. 350.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები