სინტაქტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სინტაქტიკა – (syntactics), სემიოტიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ენების და ენობრივი სისტემების სინტაქსს. კარტოგრაფიაში რუკის ენის სინტაქსური ასპექტი არის კარტოგრაფიული ნიშნების განლაგების წესრიგი კარტოგრაფიულ ბადეზე. გრაფიკულად ეს არის რუკის შედგენის მოსამზადებელი ეტაპი, როდესაც მომავალი რუკის შინაარსის ელემენტები კარტოგრაფიულ ბადეზე განლაგდებიან წერტილების, ხაზების და პოლიგონების სახით მათთვის შინაარსეული მნიშვნელობის ახსნისა და სახელწოდების მიკუთვნების გარეშე. ნაწილობრივ ემსგავსება კონტურულ რუკას.