სისტემური კარტოგრაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სისტემური კარტოგრაფირება – (system mapping), კარტოგრაფირების ფორმა, რომელიც გარემოს ობიექტებს განიხილავს როგორც სისტემებს. გეოსისტემა რთული და მოწესრიგებული დინამიკური სისტემაა. მისი კარტოგრაფიული კვლევა ასევე მოწესრიგებულია და ემყარება ყველაზე მოწესრიგებულ ათვლის სივრცით სისტემას − კარტოგრაფიულ ბადეს. სისტემური მიდგომით ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსები განიხილებაროგორც მთლიანი და ამავე დროს ერთმანეთს შორის მოქმედი სისტემები. შემთხვევითი არ არის, რომ კომპლექსურ ატლასებში ბუნების და საზოგადოების რუკების თანამიმდევრობა სწორედ სისტემურობის პრინციპს, კომპონენტების ერთმანეთზე ზემოქმედების რეალურ კანონზომიერებას ემყარება.