სკალა რუკაზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკალა რუკაზე – (scale, graduation on the map), გრაფიკული გამოსახულება, რომელიც პირობითი ნიშნების რაოდენობრივი მახასიათებლების თანამიმდევრობას ასახავს. შეიძლება იყოს შავთეთრი ან ფერადი. უფრო გავრცელებულია ფერადი სკალა (color scale), რომელიც რაოდენობრივი მახასიათებლების თანამიმდევრობას ფერის შეცვლით გამოსახავს. გამოიყენება იზოხაზებით და რიცხვითი ფონით რუკების შედგენის დროს. მზარდი რაოდენობრივი მაჩვენებლები სკალაში აისახება ფერის ინტენსივობის გაძლიერებით. რელიეფის გამოსახვისას იყენებენ ჰიფსომეტრიულ სკალას. არსებობს სპეციალური ცხრილები, რომლებშიც წარმოდგენილია სამი ძირითადი ფერის (ყვითელი, წითელი, ცისფერი) გადაფარვით მიღებული ფერები. არსებობს აგრეთვე გეომეტრიული ნიშნების აბსოლუტური და შეფარდებითი სკალები (graduated point symbols).


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები