სმარიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სმარიდა − Smaris smarts Linne 1758

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი: სმარიდასებრნი
გვარი: სმარიდები

ლაყუჩთა ჩხირების რიცხვი პირველ რკალზე 25-30-ია. მალები − 22-24. სხეული წაგრძელებულია, რომლის სიმაღლე დაახლოებით თავის სიგრძის თანაბარია. ზურგის ფარფლი ერთია; მისი სიმაღლე ნახევარზე მეტია. სასაზე კბილები არა აქვს. პირი შეუძლია მილისებურად ძლიერ წინ წამოწიოს.

გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა და შავ ზღვებში და აზოვის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც შედის.

სმარიდა წმინდა ზღვის თევზია, მაგრამ ცალკეული ეგზემპლარები მდინარეებშიც (კავკასიის მდინარეებში) შედის, მამალი და დედალი ძლიერ განსხვავდებიან სიდიდით, შეფერილობით, თვალის ზომით, ფარფლების სიგრძით და სხვა ნიშანთვისებებით.

ტოფობა შავ ზღვაში მაის-ივნისში, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში – აპრილ-მაისში ნაპირების მახლობლად ხდება. მამლების სხეული ტოფობის დროს მკვეთრ შეფერილობას ცისფერი ზოლების სახით იძენენ. ნაყოფიერება 6-დან 63 ათას ქვირითამდე აღწევს.

ქვირითი ფსკერულია, რომელსაც დედალი წყალმცენარეებზე და ფსკერზე ყრის. ქვირითის დიამეტრი 0,7 მმ-ია. ლარვები ივლისში 5,8 მმ, აგვისტოში 20-21 მმ და სექტემბერში 34-52 მმ აღწევს.

ზომით მამლები 19,4 სმ, წონით 82 გრამს აღწევს, დედლები – 15,7 სმ-ს და 45 გრამს.

სმარიდა წყალმცენარეებით, პატარა კიბოებით, ჯაგრიანი ჭიებით და თევზებით (ქაშფია, მექვიშია) იკვებება.

სმარიდას მტრებია: სვია და სხვა თევზები.

სმარიდები კავკასიის სანაპიროებთან დიდი რაოდენობით მოაწყდებიან გაზაფხულზე და შემოდგომაზე. საგაზაფხულო სატოფო სვლა აპრილიდან იწყება და ივნისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, საშემოდგომო – სექტემბრიდან დეკემბრამდე ხდება.

სარეწაო მნიშვნელობა ნაკლები აქვს, სპორტული მეთევზეობის ობიექტია.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები