სომატური დაავადების ბოდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სომატური დაავადების ბოდვა - სომატური ბოდვითი აშლილობის მქონე ადამიანებს სჯერათ, რომ რაღაც ფიზიკური დაავადება ან დეფექტი აქვთ. ეს ტერმინი მოიცავს მონოსიმპტომურ იპოქონდრიულ ფსიქოზს, რომლის დროსაც ამ ტიპის მხოლოდ ერთი ბოდვითი იდეა აღინიშნება.
სომატური ბოდვითი აშლილობა უნდა განვასხვაოთ იპოქონდრიული ბოდვისგან, რომელსაც მძიმე დეპრესიის და შიზოფრენიის დროს ვხვდებით; აგრეთვე, სხეულის მძიმე დისმორფული აშლილობისგან (მას ასევე დისმორფოფობიას უწოდებენ), რომლის დროსაც ზეღირებულოვანი იდეები შეიძლება ბოდვის ინტენსივობას მიუახლოვდეს. რეალურად, როგორც ჩანს, სხეულის დისმორფული აშლილობის ბოდვითი და არაბოდვით ფორმების კლინიკური სურათი ერთმანეთის მსგავსია და მკურნალობის სქემაც არ არის დიდად განსხვავებული (Phillips, 2004).