სოფელ გუჯაბაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gujabaurigegma.png

სოფელ გუჯაბაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლის ცენტრში დგას ალიზით ნაშენი ეკლესია. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩა აბსიდის ქვედა ნახევარი და ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების აღმოსავლეთის მონაკვეთების ქვედა ნახევრები. კედლები გაგრძელებულია და დასავლეთის კედელი დაშენებულია ბლოკით. ნაეკლესიარი გადახურულია ხის ბოძების ფანჩატურით და შიფერით. ეკლესიის შიგნით მიწის დონე იმდენად ამაღლებულია, რომ აბსიდის იატაკი და გვერდითი ნიშები ძნელად იკითხება.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები