სოფელ ქემერტის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი ჩრდილოეთიდან

სოფელ ქემერტის კოშკი - კოშკი დგას სოფლის ცენტრში, "კასრაანთ უბანში". სამსართულიანი, ცილინდრული კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, სქელ დუღაბზე. სართულები ერთმანეთს ქვის ხვეული კიბეებით უკავშირდება. პირველიდან მეორეზე ასასვლელი კიბე სამხრეთ კედელშია, ხოლო მეორედან მესამეზე - ჩრდილოეთით. კოშკი - სრულდება ქონგურებით. მესამე სართული გეგმით კვადრატია. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში ფართო, თაღოვანი ნიშებია. ნიშებში სათოფურებია გაჭრილი. სამხრეთით ორ ნიშს შორის თაღოვანი ბუხარია. ჩრდილოეთი კიბის უჯრედში ორი სათოფურია. მეორე სართული გეგმით წრიულია. კედლები დანაწევრებულია შეისრულთაღიანი ნიშებით ნიშებში დატანილია სათოფურები. ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთით ხის ნაოთხალი კარია, დასავლეთით თაღოვანი ბუხარი. გადახურვა მეორესა და მესამე სართულს შორის სფერული იყო, ამოყვანილი აგურის რადიალური რიგებით, რომელიც ამჟამად ჩამონგრეულია. პირველი სართული გეგმით კვადრატია. გადახურულია შეისრული კამარით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიში. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარის წირთხლები მორღვეულია. კოშკის სამხრეთი კედელი დაშენებულია კლდის ქანზე. ინტერიერი სავსეა ჩამონაშალი ქვით. კედლები შიგნიდან დაბზარულია.




წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები