სოფელ ქვემო თირის სამონასტრო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სოფელ ქვემო თირის სამონასტრო კომპლექსი - XIII საუკუნის ბოლო, XIV საუკუნის ბოლო - ვახუშტის მიხედვით: “თამარაშენს ზეით ერთვის თირის მონასტრის ხევი. ამის დასავლეთით არს, მთაში, თირის მონასტერი, უგუმბათო, არამედ ფრიად კეთილშენი, კეთილს ადგილს. ზის წინამძღვარი. ისტორიული სახელწოდება “თირი”, როგორც ჩანს, მომდინარეობს ამ ადგილებში არსებული ქარაფების ძველი სახელწოდებიდ- ან - თირის კლდე იგივე ქვიშაქვის კლდეა. სულხან-საბას განმარტებთ “ორი არს კლდე ლბილი და ადვილ სათლელი”. სამხრეთ მინაშენის დასავლეთ კედელზე ასომთავრული წარწე- რაა: “ქმოლარეთ უხუცესისა ხელას ეროგულსა), მახატლიშვილსა, ბევროსს შეუნდოს ღმერთმან”. ჩრდილოეთ მინაშენის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზე ამო- კვეთილია მხედრული წარწერა: “შეწევნითა ღვთისათა მეოხებითა თავდების ღვთისმშობლისათა, ჩვენ თაქთაქიძემ, მროველ ეპისკოპოსმან ფილიპემ, არდაშელმა, ჩემან ელისბარ, აღვაშენეთ საყდარი ესე წმიდისა ნიკოლოზისა. სულისა ჩვენისა სახსრად. ოდეს ბედნიერის ხელმწიფისაგან ჩვენს ნათესავთა სასაფლაოდ, სამკვდროდ, სამამულოდ მოსცემოდა ესე მონასტერი, მამა-პაპანი მარხეულ იყ ვნეს, მათი მოშლა აღარ იქმნებოდეს, საყდარი აღვაშენეთ, სასაფლაოს შეუმატეთ, ქორონიკონს ტო". სამონასტრო კომპლექსი საკმაოდ მაღალი ქედის თავში, მის სა მხრეთ კალთაზე ქარაფების გაყოლების ბუნებრივად შექმნილ ტერასაზეა განთავსებული. კომპლექსში გაერთიანებულია სხვადასხვა დროის საკულტო და საცხოვრებელ-სამეურნეო ხასიათის რამდენიმე ნაგებობა. თირის ღვთისმშობლის ეკლესია კომპლექსის მთავარი საკულტო ნაგებობაა. დღევანდელი შენობის გეგმა გართულებულია გვიანდელი მინაშენებით. თავდაპირველი გეგმა წარმოადგენდა დარბაზული ტიპის სწორკუთხა ნაგებობას, სწორკუთხედშივე მოქცეული აბსიდით - ჩრდილოეთით - სამრეკლოთი და დასავლეთით ეკვდერით, რომელიც მთავარი ნავისაგან გამიჯნულია კამარამდე აღმართული კედლით და მას უკავშირდება მხოლოდ ღია თაღოვანი განიერი გასასვლელით. აბსიდის მოხაზულობა ნახევრადოვალურს უახლოვდება. იგი დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხეველი ამ საფეხურზე შედგმული ქვის კანკელითაა გამოყოფილი. აბსიდასა და ნავს შორის ვიწრო ბემაა მოქცეული. აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ ტრაპეზი დგას, ჩრდილოეთით მცირე ზომის ნიშაა. აბსიდის კედელი კონქის ქუსლამდე გვიანდელი ნალესობითაა გასქელებული. ეკლესიის საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები. ნავისა და აბსიდის კედლებს მაღალი ხარისხი გასდევს. გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებითა და კედლის დეკორატიული თაღებით. პილასტრები განსხვავებულია: სამხრეთისა - ორსაფეხურიანია, ხოლო ჩრდილოეთისა ერთსაფეხურიანი და ორიარუსიანი. სატრიუმფო თაღი ორსაფეხურიანია. მისი სიმაღლე კამარას არ აღწევს, იგი უფრო დაბალია. ამის გამო კონქის თავზე ცენტრისკენ შემაღლებული შუბლია ამართული. ეკლესიის ინტერიერი ნათდება ცხრა სარკმლით. აქედან ხუთი მთავარ ნავშია გაჭრილი (ერთი მრგვალი სარკმელია), დანარჩენი სამი კი - დასავლეთ სათავსშია მოთავსებული. სარკმლები თაღოვანია. გარედან ეკლესიას მდიდრულად გაფორმებული ორი შესასვლელი აქვს: მთავარი პორტალი სამხრეთი ფასადის შუაშია გაჭრილი და უშუალოდ ნავში გადის, მეორე ისეთივე, მხოლოდ უფრო მცი რე ზომისა, სამხრეთ-დასავლეთის კუთხესთან მდებარეობს და დასავლეთ სათავსს უკავშირდება. ეკლესიის დასავლეთ სათავსის აღმოსავლეთ კედელზე შესასვლელის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ნიშებს სიბრტყიდან გამოწეული თაროები აქვს. ეკლესიის სამხრეთი და ჩრდილოთი მინაშენები მცირე ზომის მარტივი სათავსებია. სამხრეთი სათავსი დამოუკიდებელი ნაგებობაა, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ოდნავ შეზნექილი აბსიდაა, შუაში შეისრული სარკმლით და მის ქვეშ დაკიდული ტრაპეზის პატარა ქვით. მინაშენის ჩრდილოეთი კედლის მაგივრობას ეკლესიის სამხრეთი ფა სადი ასრულებს. მინაშენს სამხრეთით ორი შეისრული სარკმელი აქვს, რომლებიც გარედან წრიული ლილვებითაა გაფორმებული. კამარა გაბრტყელებული და საკმაოდ დაბრეცილია. მინაშენი ნაგვ- ბია ქვიშაქვის ყვითელი კვადრებით. ჩრდილოეთ მინაშენს შესასვლელი აქვს დასავლეთი. შიგნით ორი კარი აკავშირებს საკურთხეველთან და ნავთან. მინაშენს ორი სარკმელი აქვს, აღმოსავლეთით - ნახევარწრიული აბსიდში და დასავლეთით კარის ზემოთ. მინაშენის ჩრდილოეთი კედელი, ნაწილო ბრივ აბსიდა, და დასავლეთის კედელი კლდეშია ჩაკვეთილი. კამარა ოდნავ შეისრულია. კონსტრუქციული ელემენტებისათვის გამოყენებულია ბაზალტი.

ღვთისმშობლის ეკლესიის გეგმა

სამხრეთი და ჩრდილოეთი მინაშენები ეკლესიის ძირითადი კო რპუსის გარე ხას უსწორდება, ხოლო დასავლეთით უფრო მოკლეა და საერთო აბრისში საფეხურების სახითაა შეწეული. ეკლესიის ფასადები (გარდა ჩრდილოეთისა) მდიდრულადაა გაფორმებული. სამივე ფასადს პროფილირებული, თავიდან ბოლომდე ორნამენტით შემკული კარნიზი აგვირგვინებს. ფასადთა კუთხეები შე"ყვიდებული ლილვაკებითაა მოჩარჩოებული. ფასადებზე განთავსებული კარ-სარკმლები ორნამენტიანი საპირეებით, ლილვაკებითა და მათს ზემოთ დამატებითი დეკორატიული ელემენტებითაა გაფორმებული. მინაშენების ფასადთა გაფორმება ძუნწადაა გადაწყვეტილი, მხოლოდ შესასვლელებია რამდენადმე ხაზგასმული. ეკლესია თლილი ქვის ლორფინებითაა დახურული. სამრეკლო და სამხრეთი მინაშენი კარიბჭი აგებულია XIV-XVII სს. XVII ს. ეკლესიას ჩრდილოეთით საძვალე მიუშენეს ეკლესიისაგან დასავლეთით სატრაპეზოა, ჩრდილოეთით კლდეში ნაკვეთი ბერების სამლოცველო სადგომი-სენაკები. ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან - სამეურნეო საცხოვრებელი ხასიათის სათავსი, ხოლო აღმოსავლეთით კოშკი. მონასტრის ტერიტორია ჩრდილოეთით - შემოზღუდულია ქარაფოვანი კლდით, დანარჩენი მხარეები დაბალი გალავნით იფარგლება.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები