სოფელ ქვემო როკას ეკლესია
სოფელ ქვემო როკას ეკლესია - XIX ს. ძეგლი განეკუთვნება ჯავის რაიონისათვის დამახასიათებელ ტიპურ ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიას შვერილი აბსიდით. აღმოსავლეთი მკლავი საგრძნობლად წაგრძელებულია; მასში მოთავსებულია საკურთხეველი. გუმბათის ყელი ტრომპებს ეყრდნობა. ყელში ოთხი სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის სატრიუმფო თაღი შირიმისაა. ასეთივე ქვა გამოყენებულია სამივე შესასვლელი კარის თაღების ამოსაყვანად. გუმბათის ყელი ფიქალის სარტყელითაა გარშემოვლებული. ზოგან ფლეთილი ქვაა გამოყენებული. ფასადები სადაა და შეულესავი. დასავლეთი ოთხი სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის სატრიუმფო თაღი თაღი შირიმისაა. ასეთივე ქვა გამოყენებულია სამივე შესასვლელი კარის თაღების ამოსაყვანად. გუმბათის ყელი ფიქალის სარტყელითაა გარშემოვლებული. ზოგან ფლეთილი ქვაა გამოყენებული. ფასადები სადაა და შეულესავი. დასავლეთი კარიბჭე კედელს თითქმის მთელ სიგრძეზე გაუყვება, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან კი მხოლოდ საბრჯენებია. დასავლეთი კარიბჭის თავზე ნიშია მოთავსებული. გუმბათი ნაწილობრივ ჩამოქცეულია. ძეგლზე ამოსულია დიდი ზომის არყის ხეები.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა