სოფელ ჩაფარუხის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ ჩაფარუხის ეკლესია - VIII-IX სს. - ძეგლი ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ასევე სწორკუთხა საკურთხევლით დასრულებულს, რომლის ცენტრში შემორჩენილია სარკმლის კვალი. მხოლოდ ჩრდილოეთი კედელია 4 მეტრის სიმაღლეზე, დანარჩენი კედლები 50-100 სმ-ს აღწევს. ეკლესიას სამხრეთიდან სწორკუთხა, თანადროული მინაშენი ჰქონდა. მისგან მხოლოდ აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. აღმოსავლეთის კედელში მოთავსებულია სწორკუთხა სარკმელი. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა