სოფელ ძარწემის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთის ფასადი

სოფელ ძარწემის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, რომელიც შემდეგ შელესილია. კარ-სარკმლებზე გამოყენებულია თლილი ქვები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და სოლეაა. კანკელი მოხატულია. ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრის კაპიტელებს ეყრდნობა. დასავლეთით მოწყობილია ხის პატრონიკე. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. იატაკი დაგებულია ქართული აგურით. კედლები შელესილ-შეთეთრებულია. სამხრეთი შესასვლელი გარედან არქიტრავული, შიგნიდან - თაღოვანია. კარი ნაოთხალია. არქიტრავის ქვის მარჯვენა ზედა კუთხეში ჩაყოლებულია ორნამენტირებული ქვა (კანკელის ფილის ფრაგმენტი). ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი აქვს. მინაშენის ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ამ კრონშტეინებსვე ეყრდნობა ჩრდილოეთ კედელზე გადასული დეკორატიული თაღები. აღმოსავლეთით დიდი ზომის შეისრულთაღიანი ნიშაა, რომელშიც გაჭრილია მცირე ზომის სარკმელი. მინაშენში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას. კარნიზი მარტივპროფილიანია. გამოყენებულია კრამიტი. საბურავად ფასადების მორთულობის დეკორატიული სისტემის მიხედვით ეკლესია – განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. ეკლესიას მრავალი შეკეთება- გადაკეთების კვალი ატყვია, რამაც ნაწილობრივ ფასადებს დაუკარგა თავდაპირველი სახე. დაზიანებულია ეკლესიის კამარა, სარკმლები, მინაშენის იატაკი. სახურავზე ამოსულია მცენარეები.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები