სპილენძისქალაქიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„სპილენძისქალაქიანი" — თექვსმეტმარცვლოვან მდარე შაირად თქმული ზღაპრული ამბავი, ცნობილი ერთადერთი ნუსხით, რომელიც ადასტურებს პროზაული ვერსიის — პოეტურის პირველწყაროს არსებობას. ამგვარი პროზაული ტექსტი რუსულად თარგმნა ა. ხახანაშვილმა, ოღონდ ფიქრობენ, რომ ხახანაშვილისეული ვერსია პოეტურის პირველწყარო არ უნდა ყოფილიყო — არსებობდა სხვა რედაქციაც. სტილის მიხედვით პოეტური ტექსტი XVIII ს–ის უკანასკნელი მეოთხედისა უნდა იყოს, ცნობილი არაა, ვინ და როდის შემოიტანა პროზაული ვერსიები, ვინაა გალექსილი „სპილენძისქალაქიანის“ ავტორი.