სრულყოფილი კონკურენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სრულყოფილი კონკურენცია - (perfect competition) - იდეალური საბაზრო სიტუაცია, როდესაც არც ერთი ფირმა ან მომხმარებელი ზემოქმედებას ვერ ახდენს საბაზრო ფასზე. ბაზრის ფუნქციონირების ეს ფორმა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მთლიანად გამორიცხულია საბაზრო ძალა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ფასების ჩამოყალიბებაზე.სრულყოფილი კონკურენციის ძირითადი მახასიათებლებია: გამყიდველებისა და მყიდველების მრავალრიცხოვანი რაოდენობა, რომელთაგანაც ვერც ერთი ვერ ფლობს სხვაზე მეტ ინფორმაციას, ყველას თანაბრად მიუწვდება მასზე ხელი, ამიტომ ეგუებიან ბაზრის მიერ ნაკარნახებ ნორმებს. თითოეული მეწარმე თანაბარ პირობებში აწარმოებს სტანდარტულ, ერთსახოვან, ურთიერთშემცვლელ პროდუქციას მცირეპარტიობით, რომლის წილი ანალოგიური პროდუქციის წარმოების მთლიან მოცულობაში უმნიშვნელოა და ამიტომ არსებით გავლენას ვერ ახდენს ბაზრის კონიუნქტურაზე. ეკონომიკას სახელმწიფო არ არეგულირებს.

პარტნიორთა შორის ეკონომიკური ურთიერთობა ხორციელდება ჰორიზონტალური კავშირების საფუძველზე, არსებითად გამორიცხულია ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენება ფასწარმოქმნასა და, საერთოდ, საბაზრო მექანიზმის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფაში. საბაზრო ფასები ყალიბდება მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური თანაფარდობის შესაბამისად. სრულყოფილი კონკურენციისათვის აუცილებელია აგრეთვე არჩევანის თავისუფლება. სრულყოფილი კონკურენცია წმინდა სახით მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს და არც არსებულა. იგი აბსტრაქციაა და შეიძლება მხოლოდ მისი იდეალურად წარმოდგენა. სინამდვილეში საქმე გვაქვს არასრულყოფილ კონკურენციასთან.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები