სტავრიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტავრიდა – Trachurus trachurus Linne 1758.
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სტავრიდისნაირნი
ოჯახი: სტავრიდისებრნი
გვარი: სტავრიდები
თევზის სახეობა სტავრიდების ოჯახისა. მალები 24-ია. გვერდით ხაზზე 80-90 ძვლოვანი ფარია. გვერდითი ხაზი მრუდეა, რომელზედაც ზემოთ, ქვემოთ და უკან წამახვილებული ფარებია განლაგებული, რომლებიც სხეულის უკანა ნახევარში ხერხისებურ ტროპს ჰქმნიან. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების ნახევარზე გრძელია.
გავრცელებულია ატლანტის, ინდოეთის და წყნარ ოკეანეში, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა და შავ ზღვებში, შედის აზოვის ზღვაში.