სტავროპოლური ცხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Stavropoluricxvari.PNG

სტავროპოლური ცხვარი - გამოყვანილია სტავროპოლის ადგილობრივი მერინოსების გაუმჯობესებით ე. წ. რამბულისა და გროზნოურ მერინოსებთან შეჯვარებით, სტავროპოლური ცხვარი გაცილებით მეტად პროდუქტიულია.

ნერბების ცოცხალი წონა 50—60 კილოგრამია, ყოჩების 80–90 კილოგრამი, ხოლო საუკეთესო ყოჩების წონა 135 კილოგრამს აღწევს. ნერბების კანძის წონა 6-7 კილოგრამია, ყოჩების 12-14 კილოგრამი, საუკეთესო ნერბები 12-13 კილოგრამამდე მატყლს იპარსავენ, ხოლო საუკეთესო ყოჩებიდან ერთმა 25,1 კილოგრამი მატყლი გაიპარსა. სტავროპოლური ჯიში სამატყლო მიმართულებისაა. ტანადობითა და ცოცხალი წონით რამდენადმე უთმობს ასკანიურისა და ალტაურ ჯიშებს. მაგრამ მისი დიდი უპირატესობაა მატყლის ბეწვთა სიგრძე, რაც, ძირითადად, 8 სანტიმეტრს უდრის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში 12-14 სანტიმეტრს აღწევს (ერთი წლის ნაზარდი).

მატყლი ნაზი აქვს, უპირატესად, 64 ხარისხისა, საკმაოდ ხშირი, გამოთანაბრებული, მაგარი და ელასტიური, რბილი და ოდნავ მბზინავი. ცხოველები მაგარი აგებულების არიან, კანი თხელი აქვთ, მკვრივი და ყელის ქვედა ნაწილში „ფეშტამლის“ სახით დანაოჭებული. მცირე ნაოჭები აქვთ აგრეთვე სხეულზე. ნერბები მაღალი ნაყოფიერებით ხასიათდებიან: 100 ნერბზე 130-140 კრავი მოდის. სტავროპოლური ჯიშის ცხვარი კარგად არის შეგუებული გვალვიანსა და ნახევრადგვალვიან პირობებს.

წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები