სტალაგნატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტალაგნატი (სვეტი), ეწოდება მღვიმის ჭერისა და ფსკერის შემაერთებელ კალციტურ მოგრძო სხეულს რომელიც სამნაირად შეიძლება გაჩნდეს – სტალაქტიტესა და მის ქვეშ მყოფი სტალაგმიტის შეზრდით, სტალაქტატის იატაკამდე ჩამოზრდეთ ან სტალაგმიტის ჭერამდე აზრდით. სვეტები, ისევე როგორც სტალაგმიტები, ხშირად მნიშვნელოვან სიდიდეს აღწევენ. აბრსკილის მღვიმის „ფარდებიანი დარბაზის“ დიდ სვეტს 3 მ დიამეტრი აქვს და მორთულია სამ წყებად განლაგებული „პარაზიტული“ სტალაქტიტებით. უნდა აღინიშნოს, რომ ზედაპირის გამართულებელი ასეთი ფორმები საერთოდაც დამახასიათებელია სვეტებისათვის.