სტასიმონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტასიმონი – (ბერძნ. stasimon – ერთ ადგილზე მდგომარე, ადგილზე სიმღერა) – ძველბერძნულ თეატრში ეპისოდიებს შორის განთავსებული სიმღერა. ასრულებდა მაყურებლის წინაშე მდგარი ქორო. სტასიმონი შედგებოდა რამდენიმე სიზიგიისაგან, ზოგჯერ თანახლდა ჰიპორქემა იცვლებოდა სტასიმონის ზომა და შინაარსი. ყველაზე უფრო ხანგრძლივი და მეტრულად სხვადასხვაგვარი სტასიმონები გვხვდება ესქილეს ტრაგედიებში, სადაც ქორო არის სრულუფლებიანი მოქმედი პირი და ნათელს ფენს ასახულ მოვლენებს. სოფოკლესთან და ევრიპიდესთან ეს კავშირი უფრო სუსტია, ქორო გამოხატავს საერთო განწყობილებას და სტასიმონი არის მხოლოდ გადახვევა, მითოლოგიური და ფილოსოფიური თემების დამუშავება. ევრიპიდეს სტასიმონის ფორმა აჰყავს სრულყოფილებამდე, ამცირებს სიზიგიების რაოდენობას, მკაცრად იცავს მეტრულ კომპოზიციას.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები