სუმატრის ხელშეკრულება 1871

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუმატრის ხელშეკრულება 1871 – (ინგლისსა და ჰოლანდიას შორის), ხელი მოაწერეს 2.XI. შექმნა წანამძღვრები ჰოლანდიის მიერ კუნძულ სუმატრის სრული დამორჩილებისათვის (ინგლისმა უარი თქვა 1824 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აჩეს სასულთნოს დამოუკიდებლობაზე). ხელშეკრულების თანახმად, ჰოლანდია ინგლისელებს ანიჭებს ჰოლანდიელებთან თანასწორ უფლებებსა და პრივილეგიებს ვაჭრობისა და ნაოსნობის სფეროში. ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ ჰოლანდიამ დაიწყო ომი აჩეს სასულთნოს დასაპყრობად და მიაღწია მის სრულ დამორჩილებას. XX საუკუნის დასაწყისში გაგრძელდა ინგლის-ჰოლანდიის შემდგომი დაახლოებისა და არქიპელაგზე ინგლისის კაპიტალის ეკონომიკური შეღწევის პროცესი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები