სფერული ფუნქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სფერული ფუნქციებისპეციალური ფუნქციები, რომლებსაც იყენებენ ფიზიკური მოვლენების შესასწავლად სფერული ზედაპირებით შემოსაზღვრულ სივრცულ არეებში და სფერული სიმეტრიის მქონე ფიზიკური ამოცანების ამოსახსნელად. ესენია სპეციალური ფუნქციები, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგი დიფერენციალური განტოლების ამონახსნებს:

[(1-x2)y']' + n(n + 1)y = 0, სადაც n- პარამეტრია.

სფერულ ფუნქციებს ფართოდ იყენებენ მათემატიკური ფიზიკისა და მექანიკის საკითხების გადასაწყვეტად.

ერთი ცვლადის სფერული ფუნქციების თეორია დააფუძნა ა. ლეჟანდრმა (1785). ორი ცვლადის სფერულ ფუნქციებს და ზოგად სფერულ ფუნქციებს იკვლევდა პ. ლაპლასი (1782). ტერმინი „სფერული ფუნქციები“ ეკუთვნის გაუსს (1828). სფერული ფუნქციების ცხრილები გამოთვალა გლეიშერმა (1879). სფერული ფუნქციების განზოგადება, როგორც თანამდევი შედეგი მიიღო ჰაინემ (1861). სისტემატური კვლევა ეკუთვნის შლეფლის, რომელიც ინდექსს იხილავდა როგორც პარამეტრს (1881).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები