ტენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტენტისგან დამზადებული ტურისტული კარავი

ტენტი (ლათ. tent გაჭიმული) – ქსოვილური, სინთეზური ან კომბინირებული ტილო, გადაჭიმული ლითონის ან ხის კარკასზე, ბუჩქის ან კლდის შვერილებზე საჭიმრების დახმარებით. ტენტის დანიშნულებაა დაიფაროს ადამიანი ან მალეფუჭებადი საქონელი მზის, ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან. ტენტი შეიძლება იყოს საქარხნო დამზადების ან თვითნაკეთი (მაგ., ჩამოწერილი პარაშუტი). გამოიყენება საავტომობილო ტრანსპორტის, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის ძარის გადასახურავად, აგრეთვე მცურავ საშუალებებზე, საზაფხულო დანიშნულების რესტორნების, კაფეების, დასასვენებელი სახლების, სანატორიუმების, პლაჟების, ორანჟერეების, სათბურების კეთილმოწყობისათვის.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები