ტერცდეციმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტერცდეციმა – (ლათ. tredecimus — მეცამეტე), ინტერვალი, რომელიც დიატონური ბგერათა რიგის 13 საფეხურს მოიცავს. (ოქტავის და სექსტის ჯამი). ტერცდეციმა ეწოდება აგრეთვე გამის ნებისმიერი საფეხურიდან აღებულ მე-13 საფეხურს.
არსებობს დიდი და მცირე ტერცდეციმა. დიდი ტერცდეციმა შეიცავს 21 ნახევარტონს, მცირე ტერცდეციმა შეიცავს 20 ნახევარტონს.