ტვირთამწევი მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტვირთამწევი მანქანა – მოწყობილობა ტვირთის ან ხალხის გადასაყვანად ვერტიკალურ ან დახრილ სიბრტყეზე (სატვირთო და სამგზავრო ლიფტი, ამწე, შახტური და სამშენებლო ამწე, საწევარა, ტალი, ტელფერი, მრავალჭაღი, თვითმავალი ამწე და სხვ.). ტვირთამწევი მანქანა შეიძლება იყოს სტაციონარული და გადასაადგილებელი, პერიოდული და უწყვეტი მოქმედების, ელექტრული ან შიგაწვის ამძრავით. მათი ტვირთამწეობა რამდენიმე კგ-დან რამდენიმე ტ-დეა.