ტიავზინოს საზავო ხელშეკრულება 1595
ტიავზინოს საზავო ხელშეკრულება 1595 – (რუსეთსა და შვედეთს შორის), ხელი მოაწერეს ტიავზინოში (ნარვის რაიონი) 18.V.1590.
მორიგი დაზავების ვადის გასვლის შემდეგ რესეთმა განაახლა ომი შვედეთის წინააღმდეგ ნარვისა და სხვა რუსული მიწების დასაბრუნებლად, რომლებიც შვედებმა ლივონიის ომის 1558-83 დროს დაიპყრეს. რუსეთისათვის წარმატებული სამხედრო მოქმედებები შეჩერდა 1593 2 წლის ვადით დადებული დაზავებით, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობდა სამშვიდობო მოლაპარაკებები და დასრულდა ხელშეკრულების ხელმოწერით.
ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთმა დაიბრუნა ფინეთის ყურის სანაპირო და კორელა (თანამედროვე პრიოზორსკი), ორეშეკი, ციხესიმაგრე ნიენშანგი, კოპორიე, ივანგოროდი, იამი. ამრიგად, ესტონეთი ნარვასთას ერთად დარჩა შვედეთს, ხოლო კოლის ნახევარკუნძული და კარელია – რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ბალტიის სანაპიროს ნაწილი რუსეთის ხელში გადავიდა, ეს უკანასკნელი მაინც მოკლებული იყო დასავლეთევროპულ სახელმწიფოებთან პირდაპირ კავშირს, ხოლო რუსეთის ვაჭრობა ბალტიკაზე შვედეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ამის გამო მოსკოვის მთავრობამ არ მოახდინა ხელშეკრულების რატიფიცირება, თუმცა დე ფაქტო იგი მაინც სრულდებოდა.