ტომპსონი ლიდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიდია ტომპსონი

ლიდია (ელიზა) ტომპსონი − (Lydia Thompson - 1838-1908). ინგლისელი მოცეკვავე, კომედიანტი, თეატრის მსახიობი და პროდიუსერი. ბურლესკური წარმოდგენების ყველაზე მნიშვნელოვანი და იმდროისთვის პოპულარული სახე.

მან შემოქმედებითი კარიერა დიდ ბრიტანეთში, 1850 წლიდან დაიწყო, როგორც პანტომიმის მსახიობმა. ლიდია ტომპსონმა ჯერ კიდევ ლონდონის სცენაზე ბურლესკი პოპულარულ ჟანრად აქცია. შემდგომ, 1868 წლიდან, ელისაბედური ბურლესკი ამერიკის შეერთებულ შტატებს გააცნო, საკუთარი დასის „ბრიტანელი ქერები“ მეშვეობოთ. ბურლესკი ყველაზე პოპულარულ გასართობად იქცა ნიუ–იორკში, 1868–1869 თეატრალურ სეზონზე. პანტომიმისა და ბურლესკის ექსცენტრულობა - კომედიის, პაროდიის, სატირის, იმპროვიზაციის, სიმღერისა და ცეკვის - საინტერესო კომბინაცია იყო. მრავალფეროვანი გამომსახველობითი ქმედებები, საკმაოდ უხამსი და გამომწვევი კოსტიუმები, ექსტრავაგანტური სცენური ეფექტები, თამამი ხუმრობები და კაშკაშა ფერების ნიღბები - ბრიტანული აუდიტორიისთვის საკმაოდ ნაცნობი იყო, მაგრამ ნიუ–იორკისთვის - პირველი და საკმაოდ ამაღელვებელი. ამიტომაც, ხელისუფლებამ მსახიობს აუკრძალა ამგვარი წარმოდგენების გამართვა.

ტომპსონი დასთან ერთად ლონდონში დაბრუნდა, სადაც გააგრძელა მოღვაწეობა, თუმცა ამერიკას, კონკრეტულად კი, ნიუ-იორკს ხშირად სტუმრობდა: 1886, 1888 და 1891 წლის ზამთრის სეზონებში. 1887 წელს იგი, როგორც პროდიუსერი და მენეჯერი, ლონდონში აარსებს „სამეფო სტრენდის“ თეატრს (the Royal Strand Theatre), სადაც, ძირითადად, კომიკური ხასიათის ოპერეტებსა და მუსიკალურ კომედიებს დგამდნენ, რომლებშიც ტომპსონიც მონაწილეობდა. მაგრამ, მას ამერიკა იზიდავდა და 1894 წელს იგი კვლავ ესტუმრა ნიუ-იორკს, თუმცა, წარმოდგენა - „საზოგადოების ქერქში“ - წარუმატებელი აღმოჩნდა დიდ კონტინენზე. ლიდია ტომპსონი იძულებული გახდა ლონდონს დაბრუნებოდა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები