ტორნატორე ჯუზეპე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯუზეპე ტორნატორე

ჯუზეპე ტორნატორე – იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მემონტაჟე (დაიბადა 1956 წლის 27 მაისსს ქ. ბაგერიაში, სიცილია, იტალია). ცნობილია როგორც პოეტური ფილმების შემქმნელი. რეჟისორი მნიშვნელოვანი წარმატებით სარგებლობს როგორც იტალიელ, ასევე უცხო ქვეყნების მაყურებლებში.

ვიდრე მთლიანად მიუძღვნიდა საკუთარ თავს კინემატოგრაფს, ტორნატორე რამდენიმე ლექციას ესწრებოდა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე პალერმოში. დაიწყო რა თავისი შემოქმედებითი გზა თეატრში მუშაობით, ის მოგვიანებით დაუახლოვდა კინოს სამყაროს დოკუმენტალისტიკითა და ტელევიზიით.

1984 წელს ფილმის „ასი დღე პალერმოში“ გადაღებებზე ტორნატორე მუშაობდა ჯუზეპე ფერარასთან, გახდა რა მისი ფილმის პროდუსერი, ერთ­-ერთი სცენარისტი, და აგრეთვე მეორე რეჟისორი. ორი წლის შემდეგ შედგა მისი, როგორც რეჟისორის დებიუტი დიდ ეკრანზე ჯუზეპე მარაცოს ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ფილმით „კამორისტი”.

ფილმი კარგად მიიღო როგორც მაყურებელმა, ასევე კრიტიკამ, ჯუზეპე ტორნატორემ კი მოიგო „ვერცხლის ფირი” საუკეთესი რეჟისორული დებიუტისთვის. ტორნატორეს გაცნობამ ცნობილ პროდუსერ ფრანკო კრისტალდისთან საფუძველი ჩაუყარა ფილმის „ახალი კინოთეატრი „პარადიზო” შექმნას, რომელმაც დიდი წარმატებით მოიარა მთელი მსოფლიოს კინოთეატრები. ფილმი დაჯილდოვდა კანის კინოფესტივალის დიდი პრიზით და მიიღო პრემია „ოსკარი” და „ოქროს გლობუსი” როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა ფილმმა.

ჯუზეპე ტორნატორეს ფილმებში ხშირადაა რაღაც მისტიკური, მაგრამ საიდუმლოება და ტრაგიზმი ყოველთვის მხოლოდ ჩარჩოსებრ არშიას შემოავლებენ ძალიან ცოცხალ ადამიანურ ისტორიებს – მოგონებებს, ფანტაზიებს საკუთარ წარსულსა და აწმყოზე, თითქმის ყოველთვის თვით მის მიერ დაწერილ თითქოსდა პარალელურ ცხოვრებაზე.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  1. 1986 – „კამორისტი”
  2. 1989 – „ახალი კინოთეატრი „პარადიზო” (კანის სკფ, დიდი პრიზი; ეკუმენიკური (ქრისტიანული) ჟიურის პრიზი; პრემია „ოსკარი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის; „ოქროს გლობუსი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის; ბრიტანეთის კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის; ევროპული კინოაკადემიის ჟიურის სპეციალური პრიზი)
  3. 1990 – „ყველაფერი კარგადაა”
  4. 1994 – „წმინდა ფორმალობა”
  5. 1995 – „ვარსკვლავების ფაბრიკა” (ვენეციის სკფ, ჟიურის განსაკუთრებული პრიზი; პრემია „დავიდ დი დონატელო” საუკეთესო რეჟისურისთვის)
  6. 1998 – „ლეგენდა პიანისტზე” (პრემია „დავიდ დი დონატელო” საუკეთესო რეჟისურისთვის)
  7. 2000 – „მალენა”
  8. 2006 – „უცნობი ქალი” (ევროპული კინოაკადემია, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი საუკეთესო ფილმისთვის; პრემია „დავიდ დი დონატელო” საუკეთესო რეჟისურისთვის; მოსკოვის სკფ, ვერცხლის „წმინდა გიორგი” საუკეთესო რეჟისურისთვის)
  9. 2009 – „ბაარია” (ვენეციის სკფ, პაზინეტის პრემია)
  10. 2013 – „საუკეთესო წინადადება” (პრემია „დავიდ დი დონატელო” საუკეთესო რეჟისურისთვის)
  11. 2016 – „ორნი სამყაროში”

და სხვ

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VIII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები