ტოსკანური ორდერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტოსკანური ორდერი − (ინგლ. tuscan order) – კლასიკური არქიტექტურული ორდერი, რომელიც ჩამოყალიბდა ძველ რომში ძვ. წ. I საუკუნის ბოლოსა და ახ. წ. I საუკუნის დასაწყისში. არის კლასიკური დორიული ორდერის გამარტივებული სახეობა, რომლისაგან განასხვავებს გლუვი ფრიზი და სვეტი კანელურების გარეშე. მზიდი ნაწილებია სვეტი ბაზისითა და კაპიტელით, რომელზეც დაყრდნობილია ანტაბლემენტი. აბაკს პარალელეპიპედის ფორმა აქვს და ზოგჯერ მორთულია უბრალო პროფილით – ხაზით (ჩხირით); ფუსტისაგან (სვეტისაგან) გამოყოფილია ასტრაგალით.