ტოტემისტური მითები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოტემისტური მითები - (ალგ. Totem „მისი მოდგმა“) დაფუძნებულია ერთ-ერთ უძველეს პირველყოფილ რელიგიაზე — ტოტემიზმზე. ტოტემიზმი გულისხმობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის (გვარის, ტომის და სხვ.) ნათესაურ კავშირს ტოტემთან — უფრო ხშირად ცხოველთან, იშვიათად მცენარესთან ან ბუნებრივ მოვლენასთანაც კი, რომელიც მოცემული ჯგუფის წინაპრად მიიჩნევა. საგვარეულო თუ სატომო ცხოველ-ტოტემის მოკვლა და მისი ხორცის საკვებად გამოყენება იკრძალება (ზოგჯერ მასთან შეხვედრასაც კი გაურბიან), რადგან იგი ამ სოციუმის მისტიკურ მფარველად ითვლება. მასზე ზემოქმედება მხოლოდ განსაზღვრული მაგიური ხერხებითაა შესაძლებელი. ცალკეულ შემთხვევებში ტოტემთან კავშირი, საერთო წინაპარის საკრალურ ძალასთან ზიარება მისი რიტუალური მოკვდინებითა და კოლექტიური შეჭმით მყარდება, რაშიც მოცემული სოციუმის ყველა წევრი მონაწილეობს, ამასთან, ჩადენილი აქტისთვის, არცთუ იშვიათად, ტოტემს პატიებას თხოვენ (ამ მხრივ, საგულისხმოა სვანეთში დამოწმებული „აშანგელო / შაშანგელოს“ [სამგელო?] სახელით ცნობილი მგლის რიტუალურ მოკვლასთან დაკავშირებით გამართული მამაკაცთა პროცესია).



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები