ტროპაუს კონგრესი 1820

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტროპაუს კონგრესისაღვთო კავშირის 1815-33 მეორე კონგრესი, რომელიც ჩატარდა ოქტომბერ-დეკემბერში ტროპაუსში (სილეზია, თანამედროვე ჩეხეთი). მოიწვიეს კ. მეტერნიხის ინიციატივით ნეაპოლის სამეფოში 1820 რევოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ავსტრიის სამფლობელოებს ლომბარდიასა და ვენეციაში.

7(19)-XI.1820 რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ ხელი მოაწერეს ოქმს და მის დამატებას, რომელიც აცხადებდა სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში შეიარაღებული ჩარევის უფლებას რევოლუციური გამოსვლების შემთხვევაში. კონგრესის სხვა მონაწილეებმა – დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უარი თქვეს „ჩარევის პრინციპზე” ასეთი შეუზღუდავი ფორმით. კონგრესის მონაწილეების მიერ ხელმოწერილმა ოქმმა ფაქტობრივად ავსტრიის მიერ ნეაპოლის სამეფოს სამხედრო ოკუპაციის სანქცია გასცა. ალექსანდრე I-ის დაჟინებული მოთხოვნით ოქმი უზრუნველყოფდა სამეფოს ხელშეუხებლობის შენარჩუნებას და მეფის მიერ თავისი ხალხისათვის კონსტიტუციის ნებაყოფლობით მინიჭების შესაძლებლობას, თუმცა მეფემ ამ უფლებით არ ისარგებლა. იტალიის ხელმწიფეებთან მოლაპარაკებისათვის კონგრესის მონაწილეები 1821 წლის იანვარში გადავიდნენ ლაიბახში (თანამედროვე ლიუბლიანა).


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები