ტუგუტის კონვენცია 1771

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტუგუტის კონვენცია 1771 – ავსტრია-თურქეთის საიდუმლო შეთანხმება ავსტრიის მიერ თურქეთისათვის დახმარების გაწევის შესახებ რუსეთ-თურქეთის ომში 1768-74, დაიდო 6.VII კონსტანტინოპოლში. ეწოდა კონსტანტინოპოლში ავსტრიის დესპანის რ. ტუგუტის სახელი. ცნობილია ასევე, როგორც ავსტრია-თურქეთის კონვენცია 1771.

კონვენციის თანახმად, ავსტრიამ იკისრა, დახმარებოდა თურქეთს იმ მიწების დაბრუნებაში, რომლებიც რუსეთის ჯარებმა ომის დაწყების შემდეგ დაიკავეს. ასევე რუსეთთან მომგებიანი ზავის დადებაში, როგორიც იყო ბელგრადის საზავო ხელშეკრულება 1739 (18(29).IX). ამისათვის თურქეთს ავსტრიისათვის უნდა გადაეხადა ფულადი სუბსიდია 10 მლნ პიასტრის ოდენობით. გადაეცა მისთვის მცირე ვლახეთი, გაეთავისუფლებინა ავსტრიის ვაჭრობა ყველა გადასახადისაგან, დაეცვა ავსტრიული ხომალდები ჩრდილოაფრიკელი კორსარების თავდასხმისაგან. კონვენციის ხელმოწერის დროს ავანსის სახით თურქეთმა ავსტრიას 3 მლნ პიასტრი გადაუხადა, კონვენციის დადების შემდეგ ავსტრია-თურქეთის ურთიერთობაში ცვლილებები მოხდა რეჩ-პოსპოლიტას გაყოფის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირების. ავსტრიამ თურქეთს დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერაზე უარი უთხრა. რუსეთ-თურქეთის ომი დასრულდა ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით 1774. ავსტრიამ არა მხოლოდ არ დაუბრუნა თურქეთს სუბსიდიის უკვე გადახდილი ნაწილი (3 მლნ პიასტრი), მისგან ბუკოვინაც მიიღო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები