უკოჭო გადახურვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკოჭო გადახურვა – სართულშუა ბრტყელი გადახურვა კოჭებისა და რიგელების გარეშე. მასში შედის 3 ძირითადი ელემენტი: კაპიტელი, სვეტებსშორისი ფილა და ცენტრალური ფილა. კაპიტელი ეყრდნობა სვეტის გაფართოებას, სვეტებსშორისი ფილა – კაპიტელს, ხოლო ცენტრალური ფილა – სვეტებსშორის პანელებს. გამოიყენება შენობებში ბრტყელი ჭერით (მრავალსართულიანი საწყობი, მაცივარი, ხორცკომბინატი და სხვ.), სადაც საჭიროა დიდი შიდა სივრცე და დატვირთვები თანაბრადაა განაწილებული გადახურვაზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები