უკრაინული სალამურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უკრაინული სალამურა – Eudontomyzon mariae Berg 1931
გვარი: კბილიანი სალამურები
მაქსიმალური სიგრძე – 22 სმ, ასაკი – 7 წ., საშუალო სიგრძე – 18 სმ. მტკნარი წყლის ბინადარია. მრავლდება აპრილიდან ივნისამდე. ნაყოფიერება აღწევს 2000-3000 ქვირითამდე.
უკრაინული სალამურა იკვებება უმეტესად თევზებით.
საქართველოში გვხვდება შემდეგ მდინარეებში: ჭოროხში, ჩაქვისწყალში, ჩაისუბნისწყალში, ხობში, ცივში, ენგურში, კოდორში, კელასურში, გუმისთაში, ბზიფში; აგრეთვე ბებესირისა და პალიასტომის ტბებში. შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში და აზოვის ზღვაში მოიპოვება პრუტიდან ყუბანამდე, კასპიის (ვოლგა-სურა) და ეგეოსის ზღვებში.
სამეურნეო მნიშვნელობა რაოდენობის სიმცირის გამო არა აქვს. IUCN საჭიროებს ზრუნვას. (LC)