უორინგის პრობლემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უორინგის პრობლემა – რიცხვთა თეორიის პრობლემა: ყოველი მთელი რიცხვი N ≥ 1 შეიძლება წარმოვიდგინოთ k რაოდენობის შესაკრებების ჯამის სახით N = a1n + a2n + . . . + akn. ამასთან, თითოეული შესაკრები არის მთელი დადებითი რიცხვის n – ური ხარისხი, ხოლო შესაკრებთა რაოდენობა k დამოკიდებულია მხოლოდ n -ზე.
ეს პრობლემა დამტკიცების გარეშე 1770 წ-ს ჩამოაყალიბა ინგლისელმა მათემატიკოსმა ვ. უორინგმა (Waring). ხოლო მისი პირველი ზოგადი (ნებისმიერი n-თვის) ამოხსნა მოგვცა დ. ჰილბერტმა (1909).