უჩიალის ხელშეკრულება 1889

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უჩიალის ხელშეკრულება 1889 – (მეგობრობისა და ვაჭრობის შესახებ ეთიოპიასა და იტალიას შორის), ხელი მოეწერა 2.V. უჩიალიში (ეთიოპია).

XIX ს-ის 80-იას წლებში იტალია ცდილობდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას წითელი ზღვის სამხრეთ-დასავლეთით ეთიოპიის ხარჯზე. ამ მიზნით იგი მხარს უჭერდა მენელიკ II-ს, რომელიც ცდილობდა ერთიანი ეთიოპიის სახელმწიფოს შექმნას. გახდა რა იმპერატორი, მან ხელშეკრულება დადო იტალიასთან, ხელშეკრულება, რომელიც 20 მუხლისაგან შედგებოდა, ითვალისწინებდა ეთიოპიის საგარეო პოლიტიკისადმი იტალიის კონტროლს; განსაზღვრავდა ეთიოპიის ჩრდილოეთ საზღვარს, იტალია ინარჩუნებდა კერენის, ასმარის ოლქებს, პროვინცია ტიგრის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც ადრე იტალიის კოლონიას ერიტრეას ჰქონდა შეძენილი პორტ ასმთან და მასუასთან ერთად. მენელიკ II-ს იარაღი შეეძლო ეყიდა მხოლოდ იტალიისგან.

ხელშეკრულების ტექსტი იტალიური და ამ მხარის ენებზე ერთმანეთს არ ემთხვეოდა. 27.IX.1890 მენელიკ II-მ მოითხოვა იტალიური ტექსტის გასწორება და ამის შესახებ სხვა ქვეყნებისათვის შეტყობინება. ამას მხოლოდ რუსეთმა დაუჭირა მხარი, იტალიის მთავრობამ ინგლისის მხარდაჭერით უარი განაცხადა. ამის შემდეგ 12.II.1893 მენელიკ II-მ იტალიური სესხის ანულირება და ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა. იტალიამ დაიწყო საომარი მოქმედება ეთიოპიის წინააღმდეგ. 1.III.1896 იტალიის ჯარები გაანადგურეს ადუასთან (ახლანდელი ადუეა) და 26-X 1896 ხელი მიაწერეს ადისაბების ხელშეკრულებას, რომლითაც იტალიამ ცნო ეთიოპიის სრული დამოუკიდებლობა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები